"დონალდ ტრამპი მზად არის ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ მოსკოვში გაემგზავროს" - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპი მზად არის ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ მოსკოვში გაემგზავროს"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად იქნება მოსკოვში ვიზიტით ჩავიდეს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მას შემდეგ, რაც შესაბამის ოფიციალურ მოწვევას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განუცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი რუსი კოლეგის ვაშინგტონში მიღებას 2019 წელს იმედოვნებს.

"პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს პრეზიდენტი პუტინი მიიღოს ვაშინგტონში მომდევნო წლის პირველი რიცხვის შემდეგ და მზად არის მოსკოვში ვიზიტით გაემგზავროს ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ", - განაცხადა სარა სანდერსმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზაობა, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდეს.

"მზად ვარ ვაშინგტონში გავემგზავრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მუშაობისთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"