"რუსეთი რამდენიმე ნაწილად უნდა დაქუცმაცდეს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი რამდენიმე ნაწილად უნდა დაქუცმაცდეს"

რუსეთი რამდენიმე ნაწილად უნდა დაქუცმაცდეს, - ამის შესახებ ლატვიის სეიმის დეპუტატმა ალექსანდრს კირშტეინსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

ლატვიის სეიმის დეპუტატის აზრით, ამგვარი ზომა საჭიროა მისი ქვეყნისა და ევროპის სიმშვიდისთვის.

"მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი ეთნიკური შემადგენლობით პატარა ქვეყნებად დაიშლება, დასრულდება სამხედრო კონფლიქტები, ხოლო ევროპაში მშვიდობა დაისადგურებს უამრავი წლების განმავლობაში", - განაცხადა ლატვიელმა დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"