"მიუღებელია, როდესაც უკრაინას თავზე ახვევენ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებას" - კვირის პალიტრა

"მიუღებელია, როდესაც უკრაინას თავზე ახვევენ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებას"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, მიუღებელია, როდესაც უკრაინას თავზე ახვევენ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებას.

"ლოგიკა, რომ უკრაინა ან ჩვენთანაა ან თქვენთანაა, არსად გამქრალა. ეს ლოგიკა დღემდე ჩვენი დასავლელი პარტნიორების თავებშია", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, ჯერ კიდევ 2004 წელს დასავლელმა პარტნიორებმა ღიად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ "უკრაინელმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს: ან რუსეთთან არის, ან ევროპასთან".

"ამგვარი მიდგომა პროვოკაციული და მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში", - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.