ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს - კვირის პალიტრა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს. "ტასს"-ს რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა განუცხადა, რომ მოკლულია ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რომელთან ერთადაც იყვნენ ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრე რასტარგუევი.

ბენედიქტოვის ცნობით, ორჰან ჯემალი დოკუმენტური კინოს გადაღებით იყო დაკავებული. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, რუსეთის სამი მოქალაქე მოკლეს, რომლებსაც თან ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ. გარდაცვლილები ქალაქ სიბიუდან 23 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ისინი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"