მამის მოკვლის გეგმა გოგონებმა რამდენიმე დღით ადრე შეიმუშავეს - რა მოხდა "კრიმინალური ავტორიტეტის" ოჯახში? - კვირის პალიტრა

მამის მოკვლის გეგმა გოგონებმა რამდენიმე დღით ადრე შეიმუშავეს - რა მოხდა "კრიმინალური ავტორიტეტის" ოჯახში?

მოსკოვში სამმა დამ საკუთარი მამა, 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანი დანებით მოკლა. ინფორმაციას armeniasputnik.am ავრცელებს.

პოლიციას მომხდარის შესახებ უფროსმა დამ, 19 წლის ანგელინამ უამბო. მან და მისმა დებმა, 17 წლის კრისტინამ და 18 წლის მარიამ თავდაპირველად სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მამა შვილების დახოცვას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს თავდაცვა არ იყო.

მამის მოკვლაზე გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღით ადრე დასახეს.

27 ივლისს, როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, გოგონები მამას დანებით დაესხნენ თავს. მამაკაცმა შეძლო მათგან თავი დაეხსნა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო გაქცევა ვერ შეძლო და მალე გარდაიცვალა კიდეც.

„ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

მიხაილის მანქანის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2 კგ ჰეროინი, არბალეტი, სამი პნევმატური პისტოლეტი და სხვა იარაღი.

კრისტინა ხაჩატურიანის მეგობარი, ანა ჰყვება, რომ მამა გოგონებს არც სასეირნოდ უშვებდა, არც სკოლაში და მათ რეგულარულად სცემდა.

„მათზე ფიზიკურად ძალადობდა. ვიცი, რომ ტრანკვილიზატორებს მოიხმარდა და შვილებს ხშირად სცემდა, თუმცა გოგონებს მამის ძალიან ეშინოდათ და პოლიციისთვისაც არ მიუმართავთ,“ - ამბობს ანა. გაგრძელება