მამის მოკვლის გეგმა გოგონებმა რამდენიმე დღით ადრე შეიმუშავეს - რა მოხდა "კრიმინალური ავტორიტეტის" ოჯახში?
01-08-2018
მამის მოკვლის გეგმა გოგონებმა რამდენიმე დღით ადრე შეიმუშავეს - რა მოხდა "კრიმინალური ავტორიტეტის" ოჯახში?
მოს­კოვ­ში სამ­მა დამ სა­კუ­თა­რი მამა, 57 წლის მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი და­ნე­ბით მოკ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას armeniasputnik.am ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უფ­როს­მა დამ, 19 წლის ან­გე­ლი­ნამ უამ­ბო. მან და მის­მა დებ­მა, 17 წლის კრის­ტი­ნამ და 18 წლის მა­რი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრეს, რომ მამა შვი­ლე­ბის და­ხოც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რეს, რომ ეს თავ­დაც­ვა არ იყო.

მა­მის მოკ­ვლა­ზე გო­გო­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­სა­ხეს.

27 ივ­ლისს, რო­დე­საც მი­ხა­ილს სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ე­ძი­ნა,
გო­გო­ნე­ბი მა­მას და­ნე­ბით და­ესხნენ თავს. მა­მა­კაც­მა შეძ­ლო მათ­გან თავი და­ეხ­სნა, თუმ­ცა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

„ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და - და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას
ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრის­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ის დიდი ხა­ნია, ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სხვა სახ­ლში ცხოვ­რობს.

მი­ხა­ი­ლის მან­ქა­ნის ჩხრე­კის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს 2 კგ ჰე­რო­ი­ნი, არ­ბა­ლე­ტი, სამი პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტი და სხვა ია­რა­ღი.

კრის­ტი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, ანა ჰყვე­ბა, რომ მამა გო­გო­ნებს არც სა­სე­ირ­ნოდ უშ­ვებ­და, არც სკო­ლა­ში და მათ რე­გუ­ლა­რუ­ლად სცემ­და.

„მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ვიცი, რომ ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რებს მო­იხ­მარ­და და შვი­ლებს ხში­რად სცემ­და, თუმ­ცა გო­გო­ნებს მა­მის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ და პო­ლი­ცი­ის­თვი­საც არ მი­უ­მარ­თავთ,“ - ამ­ბობს ანა. გაგრძელება

gejera-s
06 აგვისტო 2018 14:36
თქვენ რას ეწევით, უკაცრავად?
gejera
05 აგვისტო 2018 16:39
მარიხუანის ლეგალიზაციის მერე ალბატ საკარტველოჰი გაიზრდება მამების და ქმრების დახოცვა

რედაქტორის რჩევით