მექსიკაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 101 მგზავრი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

მექსიკაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 101 მგზავრი იმყოფებოდა

მექსიკაში დურანგოს შტატში ავიაკომპანია Aeromexico-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაღუპულა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ხოსე როსას აისპურომ განაცხადა.

"დადასტურდა ინფორმაცია, რომ AM2431 რეისის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაიღუპა", - განაცხადა გუბერნატორმა.

ამავდროულად, დაშავებულია 85 ადამიანი. თვითმფრინავში, რომელიც ქალაქ დურანგოდან მეხიკოში მიფრინავდა, 101 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.