ავსტრალიაში "სელფის პოლიცია" შეიქმნება - კვირის პალიტრა

ავსტრალიაში "სელფის პოლიცია" შეიქმნება

ავსტრალიის ხელისუფლება პოლიციის შემადგენლობაში ახალი ქვედანაყოფის - "სელფის პოლიციის" შექმნას გეგმავს. "სელფის პოლიციის" დანიშნულება იქნება ისეთი სიტუაციების აღკვეთა, როდესაც ბუნების ხედების ფონზე საკუთარი თავის გადაღება ტურისტებს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ქვედანაყოფის თანამშრომლები მორიგეობას ფოტოს გადაღების მსურველებს შორის ყველაზე პოპულარულ ადგილებში აწარმოებენ და მათ საფრთხის შესახებ გააფრთხილებენ.

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ობიექტი სამეფო ეროვნულ პარკში არსებული კლდეა, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს და ტურისტებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ კლდის ნაპირი მყიფე ქვიშისგან შედგება და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოიშალოს.

ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი ის აღმოჩნდა, რომ ტურისტების გარდაცვალების მიზეზების ჩამონათვალში "სელფის" გადაღება მეექვსე ადგილს იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"