რას ამბობს მარია ზახაროვა საქართველოში ნატო-ს სწავლებების ჩატარებაზე?
03-08-2018
რას ამბობს მარია ზახაროვა საქართველოში ნატო-ს სწავლებების ჩატარებაზე?
საქართველოში ნატო-ს სწავლებების ჩატარება მილიტარისტურ განწყობებს ასაზრდოებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქტიული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, "ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და რუსეთზე".

"მოსკოვი სინანულს
გამოთქვამს, რომ სხვადასხვა საბაბის ქვეშ ამ სწავლებებში ჩართულნი აღმოჩნდნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები", - დასძინა მან.

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 1-ელ აგვისტოს გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.


"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით