30 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა - რა მოხდა ავღანეთში? - კვირის პალიტრა

30 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა - რა მოხდა ავღანეთში?

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი TOLOnews ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ გარდეზში, ფაქთიას პროვინციაში მოხდა. მეჩეთზე თავდახმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა.

ამ მომენტისთვის არც ერთ ტერორისტულ ან ექსტრემისტურ ორგანიზაციას აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

"ინტერპრესნიუსი"