რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა და მასში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართობა ან მფრინავის შეცდომა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ საქმის გამოკვლევა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო.