ვენესუელის პრეზიდენტს ასაფეთქებლებით დატვირთული "დრონების“ საშუალებით თავს დაესხნენ
ვენესუელის პრეზიდენტს ასაფეთქებლებით დატვირთული "დრონების“ საშუალებით თავს დაესხნენ
ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებლებით დატვირთული „დრონების“ საშუალებით თავდასხმა განხორციელდა. მადუროს მკვლელობის მცდელობისას 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა განუცხადა.

თავდასხმის დროს მადურო ბოლივარიანული ეროვნული გვარდიის 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა. "პრეზიდენტი მადურო არ დაშავებულა. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღო 7 თანამშრომელმა", - აღნიშნა როდრიგესმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იატაკქვეშეთში მოქმედმა ჯგუფმა „ფლანელის ჯარისკაცებმა“ აიღო. თავდასხმის შემდეგ მადურომ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა და მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში
ვენესუელასა და კოლუმბიის მემარჯვენე ძალები და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა. „მე ღმერთი მიცავს, თუმცა აქ, ვენესუელაში მე ხალხი და ბოლივარიანული შეიარაღებული ძალები მიცავენ“, - განაცხადა მადურომ.


"ინტერპრესწნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?