"პუტინი არაფრად აგდებს გარემოს" - კვირის პალიტრა

"პუტინი არაფრად აგდებს გარემოს"

წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობა მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა ხანძრის მიზეზებს, მისი სტრატეგია იყო: "იწვის და იწვოდეს", - აღნიშნავს

რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური ევროპის გარემოს შემსწავლელი ფრანგული ცენტრის ისტორიის სპეციალისტი მარი ელენ მანდრიონი. გთავაზობთ მის ინტერვიუს:

- ცენტრალურ რუსეთში ამგვარი კატასტროფა, რაც ახლა ხდება, 1936 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ამგვარ უბედურებებთან საბრძოლველად რუსეთში არსებობს საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო. მისი საშუალებები მოძველებულია, თუმცა პერსონალი საკმაოდ კომპეტენტურია. ყველაზე მეტად ტყის დაცვის პრევენციული პოლიტიკა აკლია.

123

საბჭოთა ხელისუფლება ტყეს "გულაგის" პატიმრებს აკაფინებდა, ამასთან, სულაც არ ზრუნავდა რაციონალიზაციასა და ადეკვატური ტექნოლოგიის განვითარებაზე; აშრობდა ჭაობებს, მაგრამ ვერ ახერხებდა ამ ადგილის ათვისებას. სწორედ იქ გაჩენილ ტორფს ედებოდა ცეცხლი, მაგრამ რუსები მაინცდამაინც არ აღელვებულან, ვიდრე ამ მოვლენამ კატასტროფული ხასიათი არ მიიღო. 1950 წლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ტყის დაცვაზე ზრუნვა, მაგრამ შესაბამისი კანონები მხოლოდ გორბაჩოვის დროს მიიღეს და გარემოს დაცვის სამინისტროც მაშინ შეიქმნა.

პუტინმა 2000 წელს გარემოს დაცვის სამინისტრო გააუქმა, 2005 წელს კი - სატყეო მეურნეობის ფედერალური სამსახური და 2007 წელს ტყის დაცვა რეგიონებს დააკისრა, მაგრამ მათ საამისოდ არ გააჩნიათ არც ტექნიკური და არც ადამიანის რესურსი. გვეეჭვება, რომ წლევანდელმა კატასტროფამ აიძულოს რუსი პოლიტიკოსები, შეიგნონ ეკოლოგიური პრობლემების მნიშვნელობა, თუმცა პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს, გაიუმჯობესოს იმიჯი ბუნების დაცვის საკითხებში.

"ლა სტამპა", ესპანეთი