"ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას"
"ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას"
ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. "ირანისთვის სანქციები ოფიციალურად ამოქმედებულია. ეს ყველაზე მკაცრი სანქციებია, რაც კი ოდესმე დაწესებული ყოფილა. ნოემბერში სასანქციო რეჟიმი ახალ დონეზე გადავა. ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 2016 წლის იანვარში ბირთვული შეთანხმების შემდეგ
გაუქმდა. დღეიდან აღდგება შეზღუდვები თეირანთან ოქროსა და სხვა ძვირფას მეტალზე ვაჭრობაზე, ასევე ირანის ხელისუფლებისთვის დოლარის მიყიდვაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროკავშირმა მიიღო მაბლოკირებელი რეგლამენტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ბათილად ცნობს. დოკუმენტი ევროპულ კომპანიებს ამერიკული სანქციების შესრულებას უკრძალავს და ამ სანქციების
საფუძველზე უცხოური სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას კრძალავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები