ესპანეთის სამხედრო თვითმფრინავმა ესტონეთის ტერიტორიაზე შეცდომით რაკეტა გაუშვა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ
07-08-2018
ესპანეთის სამხედრო თვითმფრინავმა ესტონეთის ტერიტორიაზე შეცდომით რაკეტა გაუშვა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ
ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ესტონეთის სამხრეთით ფრენისას ესტონეთის მიმართულებით „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტა შეცდომით გაუშვა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური იუწყება.

რაკეტის ტრაექტორია, მისი ადგილმდებარეობა და მდგომარეობა ამ დროისთის დგინდება. სამხედროები მის ძებნას შეუდგნენ. რაკეტას ერთვება თვითგანადგურების რეჟიმი, რომელიც მისი შეცდომით გაშვების შემთხვევაში ჰაერში ნადგურდება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ის მიწაზე მაინც დაეცა. მათ, ვინც რაკეტას იპოვნის, მოუწოდებენ, რომ ხელი არ ახლონ, არ მიუახლოვდნენ და აცნობონ ესტონეთის სამხედრო-საჰაერო
ძალებს.

რაკეტა, რომელიც ესპანურმა სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით გაუშვა, 3,7 მეტრის სიგრძისა და 18 სანტიმეტრის დიამეტრისაა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით