ვინ არის პირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა?
08-08-2018
ვინ არის პირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა?
პირი, რომელიც აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ვიდეო-კამერით შეიჭრა, ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტი გრემ ფილიპსი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც ადრე უკრაინაში ტელეარხ "Russia Today"-ის შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ის ორჯერ დააკავა. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს
საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

"საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და შენობაში შეჭრილი პირი დააკავა. ამჟამად
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით