ესპანეთში ნარკომოვაჭრეთა კლანის 86 წლის ლიდერი დააკავეს - კვირის პალიტრა

ესპანეთში ნარკომოვაჭრეთა კლანის 86 წლის ლიდერი დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ნარკომოვაჭრეთა კლანის "ჩარლინესის" ლიდერი 86 წლის მანუელ ჩარლინი, მისი ვაჟი და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ოპერაცია ვილიანუევა-დე-აროსას მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მანუელ ჩარლინი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავეა ნარკოტიკებით ვაჭრობის სფეროში. 1970-იანი წლებიდან ის თამბაქოს კონტრაბანდით იყო დაკავებული, შემდეგ კი "ჰაშიშისა" და კოლუმბიური "კოკაინის" გადაზიდვაზე გადაერთო. საერთო ჯამში მან სხვადასხვა ბრალდებებით ციხეში 20 წელი გაატარა.

"ინტერპრესნიუსი"