ესპანეთში ნარკომოვაჭრეთა კლანის 86 წლის ლიდერი დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ნარკომოვაჭრეთა კლანის "ჩარლინესის" ლიდერი 86 წლის მანუელ ჩარლინი, მისი ვაჟი და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.
ოპერაცია ვილიანუევა-დე-აროსას მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
მანუელ ჩარლინი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავეა ნარკოტიკებით ვაჭრობის სფეროში. 1970-იანი წლებიდან ის თამბაქოს კონტრაბანდით იყო დაკავებული, შემდეგ კი "ჰაშიშისა" და კოლუმბიური "კოკაინის" გადაზიდვაზე გადაერთო. საერთო ჯამში მან სხვადასხვა ბრალდებებით ციხეში 20 წელი გაატარა.
"ინტერპრესნიუსი"