"ნასამ" მზის გვირგვინის შესასწავლად რაკეტა გაუშვა
12-08-2018
"ნასამ" მზის გვირგვინის შესასწავლად რაკეტა გაუშვა
ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო „ნასა“-მ მზისკენ რაკეტა გაუშვა, რომელიც მზის გვირგვინს შეისწავლის. სააგენტო პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებს. რაკეტა ზონდით ფლორიდის კოსმოდრომიდან გაუშვეს, რომელმაც მაღალ ორბიტაზე ავტომობილისხელა ზონდი უნდა გაიყვანოს. ის შვიდი წლის განმავლობაში მზეს 24 წრეს დაარტყამს.

ზონდის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ზონდი მზის ზედაპირს 6,1 მილიონი კილომეტრამდე მიუახლოვდება. ამ მანძილამდე მანამდე, მზეს არც ერთი ზონდი არ მიახლოებია. ის აღჭურვილია მთელი რიგი ინსტრუმენტებით, მათ შორის კამერით მზის ატმოსფეროს მაგნიტური და ელექტოველის გასაზომად,
ასევე დამონტაჟებულია ორი ინსტრუმენტი მზის ქარიშხლების ნაწილაკების გასაზომად და მასზე დასაკვირვებლად

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით