საბერძნეთის სოფლებში კვლავ ტყის ხანძარია - მოსახლეობა ევაკუირებულია
12-08-2018
საბერძნეთის სოფლებში კვლავ ტყის ხანძარია - მოსახლეობა ევაკუირებულია
სა­ბერ­ძნეთ­ში კვლავ ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს. რო­გორც სა­ა­გენ­ტო reuters წერს, სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ ავი­ა­ზე და­წყე­ბუ­ლი ტყის ხან­ძრის გამო ორი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტურისტები არი­ან ევაკუირებულნი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი ფიჭ­ვო­ვან ტყე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვალ­ვის გამო გაჩ­ნდა. ამას­თან, ძლი­ე­რი ქარი ცე­ცხლს სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­ში უწყობს ხელს.

სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი სტავ­რო­სი და კონ­ტო­დეს­პო­ტი, რომლებიც ათე­ნი­დან 70 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე ხან­ძარს 21 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 50-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი აქ­რობს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ბერ­ძნეთ­ში ძლი­ერ ხან­ძრებს ცოტა ხნის
წი­ნაც ებ­რძოდ­ნენ. სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში 23 ივ­ლისს გა­ჩე­ნილ­მა ტყის ხან­ძრებ­მა 91 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 25 ადა­მი­ა­ნი დაკარგულად მი­იჩ­ნე­ვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?