საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - კვირის პალიტრა

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. დაახლოებით 400 ადამიანი და ათეულობით ტექნიკა უკვე 16 საათია ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ამ დრომდე სპეციალური სამსახურები სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევას ვერ ახერხებენ. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ხანძარი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა დირფიონ-მესაპიონის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მუდმივ ინფორმაციას იღებს განვითარებულ მოვლენებზე. სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანღების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა.