კარასინი: "საქართველოში, რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია" - კვირის პალიტრა

კარასინი: "საქართველოში, რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია.

როგორც გრიგორი კარასინმა რუსეთში შვეიცარიის ელჩთან, ივ როსიესთან შეხვედრაზე აღნიშნა, გაზრდილია რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა, რითაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები გამდიდრებას ცდილობენ.

„გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში გახსნილ, რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ გაუარესებულ ვითარებას, რაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების ქმედებების შედეგია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთში შვეიცარიის ელჩმა გრიგორი კარასინს განუცხადა, რომ შვეიცარია ნაბიჯებს გადადგამს, რათა ქართულმა მხარემ წესრიგი დაამყაროს ამ საკითხთან მიმართებაში.