"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - რუსი ოჯახის ტრაგიკული ისტორია - კვირის პალიტრა

"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - რუსი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

30 წლის წინ რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში ჯაზ-ბენდმა "Семь Симеонов" საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გაიტაცა, თუმცა მცდელობა ტრაგედიით დასრულდა. ერთ-ერთმა შვილმა ძმები და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ნინელი ოვეჩკინა 1937 წელს დაიბადა. მისი მამა ომში გარდაიცვალა, დედა კი დარაჯმა მოკლა, როდესაც ქალი ბავშვების გამოსაკვებად სხვის ბაღში კარტოფილის მოპარვას ცდილობდა.

გოგონა ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. ქმარი, დიმიტრი ოვეჩკინი ახალგაზრდა ასაკში გაიცნო. პირველი შვილი, იულია 19 წლისამ გააჩინა. მეორე გოგონა ვერ გადარჩა და ნინელიმ პირობა დადო, რომ გააჩენდა იმდენ ბავშვს, რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

1980-იანი წლების დასაწყისისთვის წყვილს უკვე 11 შვილი ჰყავდა, ოთხი გოგონა და შვიდი ბიჭი. ოვეჩკინები ხის სახლში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დიდი ბოსტანი, ჰყავდათ შინაური ცხოველები...

როდესაც ბიჭებმა - ვასილიმ, დმიტრიმ და ოლეგმა მუსიკის მიმართ ინტერესი გამოამჟღავნეს, დედამ ისინი ირკუტსკის (ქალაქი რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში) სამუსიკო სასწავლებელში შეიყვანა, სასულე ინსტრუმენტების განხრით. მოგვიანებით მათ ალექსანდრე, იგორი, მიხაილი და სერგეიც შეუერთდნენ. განაგრძეთ კითხვა