"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - რუსი ოჯახის ტრაგიკული ისტორია
13-08-2018
"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - რუსი ოჯახის ტრაგიკული ისტორია
30 წლის წინ რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში ჯაზ-ბენდმა "Семь Симеонов" საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­საქ­ცე­ვად თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცა, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ერთ-ერ­თმა შვილ­მა ძმე­ბი და დედა მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

ნი­ნე­ლი ოვე­ჩკი­ნა 1937 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა ომში გარ­და­იც­ვა­ლა, დედა კი და­რაჯ­მა მოკ­ლა, რო­დე­საც ქალი ბავ­შვე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად სხვის ბაღ­ში კარ­ტო­ფი­ლის მო­პარ­ვას ცდი­ლობ­და.

გო­გო­ნა ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა. ქმა­რი, დი­მიტ­რი ოვე­ჩკი­ნი ახალ­გაზ­რ
და ასაკ­ში გა­იც­ნო. პირ­ვე­ლი შვი­ლი, იუ­ლია 19 წლი­სამ გა­ა­ჩი­ნა. მე­ო­რე გო­გო­ნა ვერ გა­დარ­ჩა და ნი­ნე­ლიმ პი­რო­ბა დადო, რომ გა­ა­ჩენ­და იმ­დენ ბავ­შვს, რამ­დენ­საც ღმერ­თი მის­ცემ­და.

1980-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის­თვის წყვილს უკვე 11 შვი­ლი ჰყავ­და, ოთხი გო­გო­ნა და შვი­დი ბიჭი. ოვე­ჩკი­ნე­ბი ხის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, ჰქონ­დათ დიდი ბოს­ტა­ნი, ჰყავ­დათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი...

რო­დე­საც ბი­ჭებ­მა - ვა­სი­ლიმ, დმიტ­რიმ და ოლეგ­მა მუ­სი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს,
დე­დამ ისი­ნი ირ­კუტსკის (ქა­ლა­ქი რუ­სეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ციმ­ბირ­ში) სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­სუ­ლე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გან­ხრით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ალექ­სან­დრე, იგო­რი, მი­ხა­ი­ლი და სერ­გე­იც შე­უ­ერ­თდნენ. განაგრძეთ კითხვა



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით