"ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს"
14-08-2018
"ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს"
ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის ლიდერის განცხადებით, თურქეთი ამერიკული ელექტრონული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
"ამერიკა ეკონომიკური თვალსაზრისით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ევროპასაც კი ესხმის თავს. კანადასაც კი გადასწვდნენ. თუმცა, ჩვენს წინააღმდეწგ ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენ ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ. ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები
მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კაშირშია ბრალდებული. აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებს სანქციები დაუწესა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები