იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა - არიან დაღუპულები - კვირის პალიტრა

იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა - არიან დაღუპულები

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Adnkronos სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ინციდენტის მასშტაბები დიდია. დაღუპულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ხიდიდან გადავარდა და ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა", - განაცხადა სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ "ტვიტერზე" განაცხადა, რომ ადგილი აქვს "საშინელ ტრაგედიას".

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ადამიანია გამოყვანილი.

იხილეთ ვიდეო