იტალიის პროკურატურის ინფორმაციით, გენუაში ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი კიდევ იყოს
16-08-2018
იტალიის პროკურატურის ინფორმაციით, გენუაში ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი კიდევ იყოს
იტალიაში ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი იყოს კიდევ მოყოლილი, - ამის შესახებ გენუას პროკურორმა ფრანჩესკო კოციმ განაცხადა.
"20-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ისინი სავარაუდოდ ხიდის ნანგრევებში არიან", - განაცხადა მან.

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 38 ადამიანს შეადგენს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ჯუზეპე კონტემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპულებს შაბათს გენუაში დაკრძალავენ და იმავე
დღეს იტალიაში ეროვნული გლოვა იქნება გამოცხადებული.

ხიდის ჩამონგრევის ადგილზე მაშველები აგრძელებენ ოპერაციას, თუმცა გუშინდელი ღამის განმავლობაში მათ ნანგრევებიდან არავინ გამოუყვანიათ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით