100-მდე ავღანელი სამხედროს ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ - კვირის პალიტრა

100-მდე ავღანელი სამხედროს ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ

ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში, სადაც რადიკალური მოძრაობა "თალიბანის"  წევრებმა ბილჩირაგის რაიონი დაიკავეს, 100-მდე ავღანელი სამხედროს ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News იუწყება.

მიმდინარე კვირაში "თალიბანის“ წევრებმა ფარიაბის პროვინციაში სამხედრო ბაზა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტევის დროს დაიღუპა სულ მცირე 17 და დაშავდა 12 ავღანელი სამხედრო. ბაზაზე მყოფი 100-მდე სამხედრო მოსამსახურის ბედი ამ დრომდე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"