"პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს"
20-08-2018
"პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს"
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულ -ამერიკული ურთიერთობების ღრმა კრიზისიდან გამოყვანა კვლავ სურს, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან შესაბამისი სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

"რუსეთის პრეზიდენტს მაინც სურს, გამოიყვანოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. მას ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს. ეს განწყობა შენარჩუნებულია, მაგრამ, ამავდროულად, არავინ დაიწყებს გლოვას, თუ ვაშინგტონის მხრიდან ანალოგიურ მზადყოფნას ვერ დავინახავთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით