კატალონიაში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის ვერსიად ტერაქტი განიხილება - კვირის პალიტრა

კატალონიაში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის ვერსიად ტერაქტი განიხილება

კატალონიაში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განიხილება როგორც ტერაქტი, - ამის შესახებ კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ რაფელ კომასმა განაცხადა.„ჩვენ ამ ინციდენტს, როგორც ტერაქტს განვიხილავთ, თუმცა ბევრი სამუშაო მოგვიწევს. უნდა შევაფასოთ ფაქტები, ბალისტიკური ექსპერტიზა და ა.შ.“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

რაფელ კომას თქმით, თავდამსხმელის სახლში სამართალდამცველებს ჯერ ჩხრეკა არ დაუწყიათ, ვინაიდან სასამართლოს ნებართვას ელოდებიან.

თავდამსხმელი წარმოშობით ალჟირელია. მისი ვინაობა დადგენილია, ის 1989 წელს დაბადებული აბდელვაჰაბ ტაიბია. მას ესპანეთში ბინადრობის სტატუსი ჰქონდა.

ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ კორნელია დე ლიობრეგატში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა. პოლიციის განყოფილებაში შეჭრისას ის „ალაჰ აქბარს“ ყვიროდა. პოლიციელებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს