"ძალიან სამწუხაროა რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ"
21-08-2018
"ძალიან სამწუხაროა რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ"
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებით თურქეთი შეცდომას უშვებს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ძალიან სამწუხაროა რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ. აშშ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავდროულად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ აწუხებს თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესება სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"ეს საკითხი საერთოდ არ
მაწუხებს. გაკეთდება ის, რაც გასაკეთებელია“,
- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო დროს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი
ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესაჯა.

აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.
donald pedro
23 აგვისტო 2018 14:30
ერდოღანი რეალობას მოწყვეტილია,მისი დიქტატორული გამოვლინებები დაღუპავს თურქეთის მომავალს...

რედაქტორის რჩევით