რატომ ვერ მოხვდა დონალდ ტრამპი, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დამსწრე სტუმრების სიაში? - კვირის პალიტრა

რატომ ვერ მოხვდა დონალდ ტრამპი, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დამსწრე სტუმრების სიაში?

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სენსატორმა ჯონ მაკკეინმა ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ. აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეარხმა NBC News-მა სენატორის გარემოცვაზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 6 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელ“ სენატორს ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძოდა, არ სურდა, მისი დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასწრებოდა, თუმცა სურდა, რომ მის დაკრძალვაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მისულიყო.

წყაროს ინფორმაციით, მაკკეინის სურვილი იყო, ასევე, დაკრძალვის ცერემონიაზე, რომლის ჩატარება სავარაუდოდ, ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იგეგმება, ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი სიტყვით გამოვიდნენ.

საქართველოს დიდი მეგობარი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"