"ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია
26-08-2018
"ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამერიკელი სენატორი, საქართველოს დიდი მეგობარი ჯონ მაკკეინი, რომელსაც ტვინის კიბოს სიმსივნე 2017 წლის ივლისში დაუდგინეს. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, მაკკეინის ოჯახმა საზოგადეობას აცნობა, რომ სენატორი მკურნალობას წყვეტდა. მუდამ მებრძოლი და გაუტეხელი მაკკეინი ტვინის კიბოსთან დამარცხდა.

ის გახლდათ ვიეტნამის ომის გმირი, შემდგომ კი აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა. მისი მტკიცე ხასიათი და პრინციპულობა ხშირად ხდებოდა რესპუბლიკურ პარტიაში კოლეგებთან დაპირისპირების მიზეზი, თუმცა მებრძოლი ხასიათის წყალობით დიდ
წილად საკუთარი პოზიციის გატანას ახერხებდა.

მაკკეინს ჰქონდა უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ. 2017 წელს მან განაცხადა, რომ ოფიცილაური მოსკოვი წარმოადგენდა საერთაშორისო უაფრთხოებისთვის გაცილებით დიდ პრობლემას, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო" ის გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი იმ სანქციებისა, რაც რუსეთს ამერიკამ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაუწესა.

ასეთი შეურიგებელი ხასიათის პარალელურად, მაკკეინს სენატში მომლაპრაკებლის რეპუტაციით იცნობდნენ, ადამიანად, რომელიც მიდის დათმობაზე პრობლემების გადაწყვეტის სასარგებლოდ.

მან 2008 წელს იბრძოლა პრეზიდენტობისთვის, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. ის მკაცრად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად არ უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ის რესპუბლიკური პარტიიდან იყრიდა კენჭს.

შთამომავლობით მეზღვაური

ჯონ სიდნეი მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს დაიბადა "კოკო - სოლოს" ავიაბაზაზე, აშშ-ის კონტროლქვეშ არსებული პანამის არხის ტერიტორიაზე.
პაპასთან, მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად
შეიძლება ითქვას, რომ ფლოტში სამსახური მაკკეინს სისხლში ჰქონდა. ჯერ მისმა პაპამ, შემდეგ კი მამაც სწორედ სამხედრო ფლოტში გაიკეთეს წარმატებული კარიერა და მიაღწიეს 4-ვარსკვლავიანი ადმირალის წოდებას, რაც აშშ-ის სამხედრო ფლოტში მშვიდობიანობის დროს უმაღლესი სამხედრო წოდებაა. პაპასაც და მამასაც ეკავათ უმაღლესი პოსტები აშშ-ის სამხედრო სისტემაში. წინაპრების კვალდაკვალ მაკკეინმა ჩააბარა ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში, მერილენდის შტატში.

სასწავლებელში მან გამოავლინა თავი, როგორც ლიდერმა და ადამიანმა, რომელიც ავტორიტეტებს არ სცნობდა. თუ საგანი უინტერესოდ ეჩვებოდა, მისი სწავლისთვის თავს არ იკლავდა, შედეგად მან აკადემია დაასრულა საკმაოდ ცუდი შედეგებით.

აკადემიაში სწავლის პერიოდში მაკკეინს ასამდე საყვედური აქვს მიღებული. მას ყველაზე მეტად დისციპლინის დარღვევის, სამხედრო წესდების მიმართ დაუმორჩილებლობის, გაუწმენდავი ფეხსაცმლის ჩაცმისა და მეთაურების მიმართ ბილწი სიტყვების გამოყენების გამო საყვედურობდნენ. ამბობენ, რომ 1958 წელს ეგრეთ წოდებული "დასწრების რეიტინგის" მიხედვით, აკადემიის 899 კურსდამთავრებულიდან, მაკკეინი 894-ე ადგილზე იყო.

შემდეგ ის გადავიდა ქალაქ პენსაკოლაში (ფლორიდის შტატი), რომელიც ამერიკაში მიიჩნევა საზღვაო ავიაციის აკვნად. 2 წლის განმავლობაში ის ეუფლებოდა მფრინავის პროფესიას და ამავდროულად მოიპოვა გასართოები საღამოების მეფის რეპუტაცია.

მოიერიშეს პილოტი

თავდაპირველად მისგან ბევრი არაფერი პოლოტი დადგა, ჯერ კიდევ სწავლისას კინაღამ  ზღვაში ჩავარდა თვითმფრინავით, რომელსაც მართავდა. მას ახასიათებდნენ თავდაჯერებულ და უდარდელი ადამიანად.

მისი პილოტი კოლეგები იხსენებნ, რომ მაკკეინ-მფრინავი თითქოს მუდმივად ცდილობდა დაერღვია შესძლებლობის საზღვრები.

სწავლის დასრულების შემედგ მაკკეინი გახდა მოიერიშეს პოლოტი. 1967 წელს მაკკეინს გაუწიეს რეკომენდაცია დაეწყო სამსახური აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების იმ ავიამზიდზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. საბრძოლო ამოცანას კი წარმოადგენდა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბობმვა.

1967 წლის 26 ოქტომბერს ჯონ მაკკეინი 20 გამანადგურებლისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ვიეტნამში, ჰანოის ცენტრში მდებარე ელექტროსადგურს ბომბავდა, როდესაც იგი საბჭოთა ოფიცერმა, იური ტრუშეჩკინმა ჩამოაგდო. მაკკეინმა მოასწრო კატაპულტირება, მაგრამ ტბაში ჩავარდნისას, ორივე ხელი და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. დატყვევების მომენტში ის კონდახებით სცემეს ვიეტნამელმა ჯარისკაცებმა და სიკვდილის პირას მყოფს, უარი უთხრეს ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ის პირდაპირ დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც გააგრძელეს მისი წამება, რაც შეწყვიტეს მას მერე, რაც გაიგეს, რომ ადმირალის შვილი იყო.
როგორ გამოჰყავთ ვიეტნამელებს კატაპუტლირების შემდეგ ჯონ მაკკეინი ტბიდან
1967 წლის 21 დეკემბერს 26-კილოგრამდაკლებული და სრულიად გაჭაღარავებული მაკკეინი, რომელსაც მასავით ტყვედ ჩავარდნილმა ამერიკელებმა მეტსახელად "თეთრი ტორნადო" შეარქვეს, ჰანოის ტერიტორიაზე მდებარე ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. 1968 წელს კი ის ჩაკეტეს ერთკაციან საკანში, სადაც 2 წელი უმძიემს პირობებში გაატარა.

ამბობენ, რომ მაკკეინს მუდმივად აწამებდნენ, მაგრამ ვიეტნამელებმა მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს.

სამხედრო ტყვე და გმირი

როდესაც მაკკეინის მამა გახდა ამერიკის ჯარების ხელმძღვანელი ვიეტნამში, მაკკეინ-უმცროსს შესთავაზეს გათავისუფლება, რათა შემდეგ ეს საკუთარი პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ, თუმცა ჯონმა უარი თქვა. მან განაცხადა, რომ ის დარჩებოდა ტყვეობაში მანამ, ვიდრე ყველა ამერიკელ ტყვეს არ გაათავისუფლებდნენ.

ნაწამებმა და დიზინტერიით დაავადებულმა ჯონმა თავის მოკვლაც კი სცადა. სულ ტყვეობაში მან 5 წელიწადი გაატარა.

სამშობლოში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მის მეუღლე კეროლს ავიაკატასტროფის შედეგად საშინელი ტრამვები მიეღო და უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

ჯონი 1980 წელს მეორედ დაქორწინდა მასწავლებელ სინდი ლუ-ჰენსლიზე.

1981 წელს მაკკეინმა დაასრულა კარიერა ფლოტში და წავიდა პოლიტიკაში, სადაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. ის ექვსჯერ იყო არჩეული აშშ-ის სენატში, გახლდათ არა მხოლოდ აშშ - ის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი.

ოჯახი

ჯო მაკკეინს პირველ მეუღლე კეროლთან 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინა - დაგი დღეს 58 წლისაა, ის  American Airlines-ის კაპიტანია;  56 წლის ენდი ლუდის კომპანიის Hensley & Co-ს დირექტორად მუშაობს; ქალიშვილი სიდნი კი, რომელიც ახლა 51 წლისაა, ტორონტოში მუსიკალურ ბიზნესშია ჩართული. ის 1966 წელს დაიბადა, ერთი წლით ადრე იმ შემთხვევამდე, როცა ჯონის ვერტმფრენი ვიეტნამში ჩამოაგდეს.
ჯონ მაკკეინის ოჯახი
1980 წელს ჯონმა მეორედ იქორწინა, სინდისთან მას სამი შვილი - მეგანი, ჯეკი და ჯიმი ჰყავს, კიდევ ერთი გოგონა - ბრიჯითი კი წყვილმა ბანგლადეშიდან იშილეს. ბრიჯითისა და მაკკეინის ურთიერთობა 1993 წელს დაიწყო, როცა სინდიმ ბანგლადეშში სტუმრობისას ბავშვთა სახლში ნახა გოგონა, რომელიც მგლის ხახით იყო დაბადებული. სინდიმ გადაწყვიტა გოგონას დახმარებოდა, საბოლოოდ კი ჯონმა და სიდნიმ გადაწყვიტეს ბავშვი ეშვილათ.

ჯონი ყოველთვის ამბობდა, რომ ის ყველაზე ბედნიერი ოჯახის ერთად შეკრებისას იყო და ძალიან ამაყობდა შვილებით.



Lasha
28 აგვისტო 2018 17:22
პატიოსნად გაატარა ტყვეობა და უამრავი წამება,ვერაფერი ათქმევინეს.ძლიერი ადამიანი იყო
Nik
27 აგვისტო 2018 11:19
ვამაყობ რომ ჩვენ გვყავდა ნამდვილი გმირი მეგობარი ჯონ მაკკეინი, მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი არიან მსოფლოს დემოკრატიის და თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი ნამდვილი გმირები.

RIP John! you are our true friend, will be in our memory forever!
დავიდ
27 აგვისტო 2018 01:15
საქარტველო და ქარტველი ერი დამწუხარებულია ჯონ მაკეინის გარდაცვალების გამო, ვუტანაგრზობტ ოჯახს ,მსოფლიომ და საქარტველომ დაკარგა უდიდესი გმირი,ვასჯკაცი,საქარტველოზე უსაზხვროდ სჰეყვარებული და დამცველი ადამიანი,ნატელსჰი ამყოფოს ჯონ მაკეინის სული გამსჰენმა ხმერტმა,მისი ხსოვნის და სახელის საპატივცემულოდ,სასურველია და აუცილებელია დაერქვას რომელიმე პროსპეკტს ან მოედანს ჯონ მაკეინის სახელი,იმედია სჰვენი მტავრობა ამას გააკეტებს

რედაქტორის რჩევით