"მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის" სახელით ცნობილმა ხოსე მუხიკამ სენატორის პენსიაზე უარი განაცხადა
26-08-2018
"მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის" სახელით ცნობილმა ხოსე მუხიკამ სენატორის პენსიაზე უარი განაცხადა
ურუგვაის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, რომელსაც ცხოვრების მოკრძალებული წესის გამო "მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი" შეარქვეს, სენატორის პენსიაზე უარი განაცხადა.

მუხიკა ურუგვაის სენატში 2015 წლიდან მუშაობდა. ის სენატში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მოხვდა.

სენატორის უფლებამოსილებები მუხიკას 2020 წელს ეწურებოდა, თუმცა მან პენსიაზე გასვლა მოისურვა, ვინაიდან "ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ დაიღალა".

"მიუხედავად ამისა, სანამ ჩემი გონება მუშაობს, მე ვერ ვიტყვი უარს სოლიდარობასა და იდეურ ბრძოლაზე", - ნათქვამია მუხიკას მიერ სენატის ხელმძღვანელის ლუსია ტოპოლანსკის
სახელზე გაგზავნილ წერილში.

ხოსე მუხიკა 83 წლისაა, დაახლოებით 14 წელი მან სამხედრო ციხეებში გაატარა.

მუხიკა ცნობილია პირდაპირი, ხანდახან მკვეთრი განცხადებებით.

მაგალითად, 2013 წელს მან არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს ბოდიში მოუხადა, მას შემდეგ რაც მას "ბებერი კუდიანი", მის მეუღლეს კი "ელამი" უწოდა. ეს გამონათქვამი პრესაში შემთხვევით
მოხვდა - ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს მუხიკას მიკროფონი გამორთული ეგონა.

2016 წელს კი მან ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს "შეშლილი ვაცი" უწოდა. განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით