ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფის ლიდერი აბუ საად არჰაბი მოკლეს
ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფის ლიდერი აბუ საად არჰაბი მოკლეს
ავღანეთში ავიადარტყმების შედეგად, ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფის ლიდერი აბუ საად არჰაბი მოკლეს. ამის შესახებ ავღანეთის უშიშროების ეროვნული დირექტორატი იუწყება.
მათი ინფორმაციით, არჰაბი და მისი 10 თანამებრძოლი ნანგარჰარის პროვინციაში მოკლეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა ავიადარტყმები, არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ საად არჰაბი ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფს 2017 წლის ივლისიდან, აბუ საიდის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები