"სენატში ჯონ მაკკეინის ადგილი, შესაძლოა, მისმა მეუღლემ დაიკავოს"
27-08-2018
"სენატში ჯონ მაკკეინის ადგილი, შესაძლოა, მისმა მეუღლემ დაიკავოს"
არიზონას შტატის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ შესაძლოა, გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის ადგილზე სენატრში მისი მეუღლე სინდი მაკკეინი დანიშნოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The New York Times "რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, არიზონას გუბერნატორი სენატში ჯონ მაკკეინის მემკვიდრეს სამგლოვიარო ღონისძიებების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში დანიშნავს.

სხვა შესაძლო კანდიდატურებს შორის ასევე სახელდება ყოფილი "რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ კილი, ასევე ყოფილი კონგრესმენები ჯონ შადეგი და მეტ სალმონი.

არიზონას გუბერნატორის მიერ სენატორ ჯონ მაკკეინის
ადგილზე დანიშნული პირი ამ ადგილს 2020 წლის ნოემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით