"ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს" - კვირის პალიტრა

"ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს"

ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ პარიზში სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"დღეს ევროპის უსაფრთხოებაზე და სუვერენიტეტზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება. ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურა გადახედვას საჭიროებს. ჩვენ უნდა წამოვიწყოთ განახლებული დიალოგი კიბერუსაფრთხოების, ქიმიური იარაღის, კლასიკური იარაღის, ტერიტორიული კონფლიქტების, კოსმოსური უსაფრთხოებისა და პოლარული ზონების დაცვის საკითხებზე, პირველ რიგში რუსეთთან“, - განაცხადა მაკრონმა