"Google, Twitter და Facebook-ი სახიფათო გზას დაადგნენ და..."
29-08-2018
"Google, Twitter და Facebook-ი სახიფათო გზას დაადგნენ და..."
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Twitter-ს და კომპანია Google-ს მოუწოდა, ფრთხილად მოიქცნენ საძიებო სისტემაში მის შესახებ ახალი ამბების ასახვის დროს.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა FIFA-ს ხელმძღვანელთან ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან არ შეიძლება თუ როგორ ეპყრობიან ხალხს. მივიჩნევ, რომ Google, Twitter და Facebook ძალიან სახიფათო გზას დაადგნენ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ", -
განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირველ რიგში "ფეიკ" მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს აჩვენებს.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით