მაკკეინმა ის პირებიც კი წინასწარ განსაზღვრა, რომლებმაც ტაძარში მისი კუბო უნდა შეიტანონ - რას წერს ამერიკული მედია?
29-08-2018
მაკკეინმა ის პირებიც კი წინასწარ განსაზღვრა, რომლებმაც ტაძარში მისი კუბო უნდა შეიტანონ - რას წერს ამერიკული მედია?
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, წინასწარ განსაზღვრა არა მხოლოდ იმ ადამიანების სია, რომლებიც მის დაკრძალვას დაესწრებიან, არამედ დაკრძალვის ცერემონიაც და ისიც კი, თუ ვინ უნდა წაიღოს ჩასასვენებელი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, კუბოს აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვისკონსინის შტატის ყოფილი სენატორი რას ფაინგოლდი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი უილიამ კოენი, მსახიობი უორენ ბიტი, რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი ვლადიმერ კარა-მურზა-უმცროსი და მაკკეინის
რამდენიმე მეგობარი წაიღებს.

სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება. ჯონ მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ამერიკელმა სენსატორმა ჯონ მაკკეინმა ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის
დაკრძალვას უნდა დაესწრონ. აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით