მომღერალი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მომღერალი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა

მოსკოვში სსრკ-ს სახალხო არტისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მომღერლის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი 80 წლის კობზონი ჰოსპიტალში 20 ივლისს მოათავსეს.

კობზონი 1937 წელს უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში დაიბადა.