იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს
30-08-2018
იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს
იტალიაში, მილანში ხუთი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ იტალიის შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულები იტალიის დატოვებას აპირებდნენ, როდესაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.
იტალიელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები პროფესიონალები და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.
აღნიშნული პირების დაკავება 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.

იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი 15 აგვისტოს გაქურდეს. ბინიდან გატანილი იყო სეიფი. იმავე შენობაში კიდევ ერთი ბინა იყო
გაქურდული.

აღსანიშნავია, რომ იტალიის შს მინისტრი, მატეო სალვინი ანტიიმიგრაციული ხედვებით გამოირჩევა.

"ინტერპრესნიუსი"



marina
30 აგვისტო 2018 21:11
სამარცხვინო ქარტველები ამ კაცს მაინც არ მოსცონს ემიგრანტები და ვინ იცის რას იზამს გრცხვენოდეტ ქარტველებო

რედაქტორის რჩევით