რუსეთის ქარხანაში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

რუსეთის ქარხანაში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკიში თავდაცვის მრეწველობის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. კიდევ 3 ადამიანის ბედი უცნობი რჩება - სავარაუდოდ, ისინი ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.

აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მესამე დონის სირთულე მიენიჭა, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ცეცხლი 100 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"