ჟირინოვსკი: "თურქეთს რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა... ჩვენთან ყოფნით მსოფლიო გაიგებს, ვინ არის ერდოღანი"
ჟირინოვსკი: "თურქეთს რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა... ჩვენთან ყოფნით მსოფლიო გაიგებს, ვინ არის ერდოღანი"
რუსეთმა ირანთან და თურქეთთან მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების განთავსების შესახებ უნდა დაიწყოს საუბარი. ამის შესახებ რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.

"ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ ირანსა და თურქეთში რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების განთავსება. თურქეთი მზადაა - მე ამის შესახებ ერდოღანს ვესაუბრე. მას რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა, უკანასკნელ ვაგონში ჯდომა და ევროკავშირში შესვლა. მას ჩვენთან უნდა იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაიგებს,
ვინ არის ერდოღანი", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
არჩილ
03 სექტემბერი 2018 11:25
რუსეთი და თურქეთი ერთად? ისტორიას არ ახსოვს მათი მეგობრობა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მყიფეა და დიდხანს ვერ გასტანს. უბრალოდ, ეს ორი ქვეყანა მარჯვე დროს ელოდება დანის ზურგში ჩასაცემად, რას ორივეს კარგად ეხერხება

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები