ჟირინოვსკი: "თურქეთს რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა... ჩვენთან ყოფნით მსოფლიო გაიგებს, ვინ არის ერდოღანი"
31-08-2018
ჟირინოვსკი: "თურქეთს რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა... ჩვენთან ყოფნით მსოფლიო გაიგებს, ვინ არის ერდოღანი"
რუსეთმა ირანთან და თურქეთთან მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების განთავსების შესახებ უნდა დაიწყოს საუბარი. ამის შესახებ რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.

"ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ ირანსა და თურქეთში რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების განთავსება. თურქეთი მზადაა - მე ამის შესახებ ერდოღანს ვესაუბრე. მას რუსეთთან ყოფნა სურს და არა რიგში დგომა, უკანასკნელ ვაგონში ჯდომა და ევროკავშირში შესვლა. მას ჩვენთან უნდა იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაიგებს,
ვინ არის ერდოღანი", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

რედაქტორის რჩევით