ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალი სამთავრობო ცვლილებების მიზეზად ლოთობის პრობლემა დაასახელა - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალი სამთავრობო ცვლილებების მიზეზად ლოთობის პრობლემა დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალი სამთავრობო გადაადგილებები დაანონსა, რომლის ერთ-ერთ მიზეზადაც ლოთობის პრობლემა დაასახელა.

ამის შესახებ სააგენტო "ბელტა" იუწყება.

"ვაგრძელებ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე დაკვირვებას და მონიტორინგს. ეს ცვლილებები ბოლო არ არის. რამდენიმე მაღალჩინოსანი, როგორც მთავრობაში, ისე სხვა თანამდებობებზე, საჭირო შედეგს ვერ აჩვენებს ან იმ პრინციპებით არ მუშაობს, რომლებიც მე მაქვს დადგენილი. მსურს საჯაროდ განვაცხადო ლოთობის დაუშვებლობის შესახებ. მრცხვენია ამაზე საუბარი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული ხელმძღვანელები უზომოდ ბევრს სვავდნენ", - განაცხადა ლუკაშენკომ.