"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"
"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის პატრიარქ კირილეს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია, - ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა.

ევსტრატი ზორიას თქმით, მიტროპოლიტ ემანუილმა, რომელიც კიევის პატრიარქის წარმომადგენელი იყო და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის მიღების პროცესზეა პასუხისმგებელი, ბართლომესა და კირილეს შეხვედრის შედეგებზე მოკლე განცხადება გააკეთა.

"მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების
შესახებ მიღებულია", - წერს მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info.

"ინტერპრესნიუსი"


არჩილ
03 სექტემბერი 2018 11:29
თუ ეს სიმართლეა, მაშინ უახლოეს მომავალში დიდი დაპირისპირების მოწმენი გავხდებით მსოფლიო საპატრიაქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის. არაა გამორიცხული, რომ ამ დაპირისპირებაში რუსული და თურქული პოლიტიკური ელიტაც აქტიურად ჩაერიოს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები