"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"
01-09-2018
"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის პატრიარქ კირილეს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია, - ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა.

ევსტრატი ზორიას თქმით, მიტროპოლიტ ემანუილმა, რომელიც კიევის პატრიარქის წარმომადგენელი იყო და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის მიღების პროცესზეა პასუხისმგებელი, ბართლომესა და კირილეს შეხვედრის შედეგებზე მოკლე განცხადება გააკეთა.

"მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების
შესახებ მიღებულია", - წერს მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info.

"ინტერპრესნიუსი"



რედაქტორის რჩევით