ბაღდადი: ჩვენ მზად არ ვართ - კვირის პალიტრა

ბაღდადი: ჩვენ მზად არ ვართ

ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე დიდი ნაწილის გაყვანის დასრულებამდე ორიოდე კვირით ადრე ერაყელმა გენერალმა ბაბაქერ ზებარიმ პრესის

წარმომადგენელთან საუბარში თქვა, - ვფიქრობ, 2011 წელს ამერიკელ სამხედროთა გაყვანის პროცესის დამთავრებას დიდი პრობლემები მოჰყვება, რადგან უსაფრთხოების ახალი ნაციონალური ძალები (დაახლოებით 440 ათასი პოლიციელი და 220 ათასი სამხედრო მოსამსახურე) 2020 წლამდე ვერ შეძლებენ ერაყის გაკონტროლებას. ბაბაქერ ზებარი 2004 წელს შექმნილი ახალი არმიის გენერალია. ეს არმია 2003 წელს სადამ ჰუსეინის დიქტატურის დაცემის შემდეგ დაშლილი ჯარის ნანგრევებზე აღმოცენდა.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი