02-09-2018
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არავის დაეკითხება იყიდოს თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400.ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქში ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ რუსეთთან С-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ზოგიერთებს ეს საკითხი აწუხებს. მაპატიეთ, მაგრამ არავის დავეკითხებით და არავის ვთხოვთ ნებართვას აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 31 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მოკლე პერიოდში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.
აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.
"ინტერპრესნიუსი"
Rogorc moasiqes egeni iseve shefertxaven da mere tanabar poziciebshi agmochndeba yirgizet uzbeket turqmenettan da sxva tuqmenul tomebtan romlebic rusetisa da shua aziis teritoriaze mravlad saxloben. Shesazloa scored es aris erdushas saertashoriso orientiri? Ruseti ki rogorc yoveltvis misi qaoturi sagareo politikis msxverpli sheizleba gaxdes tu movlenebi amgvarad ganvitarda. Cnobisatvi qristianebi rusetis mosaxleobis mxolod 40% sheadgenen ? :(