"არავის დავეკითხებით, ვიყიდოთ თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400"
"არავის დავეკითხებით, ვიყიდოთ თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არავის დაეკითხება იყიდოს თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქში ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ რუსეთთან С-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ზოგიერთებს ეს საკითხი აწუხებს. მაპატიეთ, მაგრამ არავის დავეკითხებით და არავის ვთხოვთ ნებართვას აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 31 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მოკლე პერიოდში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის
მიღებას, მიუხედავად აშშ-ს მხრიდან ზეწოლისა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო
სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (3)
Lika
04 სექტემბერი 2018 13:32
Archil vfiqrob erdoganis turqeti mcvadsac dacvavs da shamfursac :)
Rogorc moasiqes egeni iseve shefertxaven da mere tanabar poziciebshi agmochndeba yirgizet uzbeket turqmenettan da sxva tuqmenul tomebtan romlebic rusetisa da shua aziis teritoriaze mravlad saxloben. Shesazloa scored es aris erdushas saertashoriso orientiri? Ruseti ki rogorc yoveltvis misi qaoturi sagareo politikis msxverpli sheizleba gaxdes tu movlenebi amgvarad ganvitarda. Cnobisatvi qristianebi rusetis mosaxleobis mxolod 40% sheadgenen ? :(
რობა
04 სექტემბერი 2018 06:07
ვინ უნდა გარიცხონ?აშშ ს გარდა,ნატოში,თურქეთი ერთადერთი რეალური სამხედრო ძალაა.მერე ბევრად მარტივი იქნება აშშ რომ თვითონ გავიდეს ნატოდან,უბრალოდ აზრი არ ექნება,ევროპის მუქთამჭამელი,დაუკომპლექტებელი და უუნარო არმიების შენახვას,რომლებიც არ ასრულებენ საკუთარ ფინანსურ და სამხედრო ვალდებულებებს.
არჩილ
03 სექტემბერი 2018 11:21
თურქეთი არც მწვადსა წვავს და არც შამფურს. ნატოშიც უნდა ყოფნა და რუსეთის იარაღის ყიდვაც. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ხმა უნდა ამოიღონ და გარიცხონ თურქეთი ნატოდან. მერე ვნახოთ რა ხასიათზე დადგება ერდოგანი. ყველა ჩუმადაა აშშ-ს გარდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები